3. პროექტის აქტუალობა: პროექტი აქტუალურია იმით, რომ ბავშვები ისწავლიან ურთიერთთანამშრომლობას, ჩამოუყალიბდებათ კვლევა–ძიების უნარი, გუნდური მუშაობის უნარი, სოციალური უნარი. გამოიყენებენ ინტერნეტს და საჭირო მასალას. მიზნების მისაღწევად მოძიებულ მასალას განათავსებენ ონლაინ ფორუმში, აქტუალურია იმდენად რამდენადაც ეს პროექტი არის აუცილებელი და საჭირო დღევანდელი საქართველოს კეთილდღეობისათვის.
4. პროექტის მიზანი: პროექტის მიზანია ჩართოს მოსწავლე ახალგაზრდობა საკუთარი ქვეყნის პოლიტიკური და სოციალური კვლევის საკითხებში. დაუკავშირონ საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციებს და განსაზღვრონ თუ რა როლი და რა ადგილი აქვს საქართველოს დღეს ამ ორგანიზაციებთან.
სასკოლო დონეზე მოსწავლეებს გაუუმჯობესდებათ სამეცნიერო–კვლევითი უნარები.
5. მონაწილეთა ასაკი: პროექტში მონაწილეობას მიიღებს XI კლასიის მოსწავლეები, რომლებსაც დამოუკიდებლად შეუძლიათ იმუშაონ პროექტზე.
6.ვადები და ხანგრძლივობა: პროექტი გრძელდება 10 დღე.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ კვლევა–ძიების, ინტერვიუს აღების, დამატებით ლიტერატურაზე მუშაობის, მოძიებული მასალის დახარისხების და დამუშავების, ანალიზის და გადმოცემის უნარი, რომლებიც გამოადგებათ შემდეგომი განვითარებისათვის.
შედეგად შეიქმნება საინტერესო კედლის გაზეთები და ვებ გვერდები.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: მთავარი რესურსია მოსწავლეები, ტექნიკური უზრუნველყოფისათვის დასჭირდებათ: ოთახი, კომპიუტერები,ინტერნეტი, ფოტო, ვიდეო კამერა, პროექტორი, ფლეშმეხსიერების დისკი, კალამი, მარკერები და ფლიფჩარტები.
9. პროექტის მსვლელობა: კლასს გავაცნობ პროექტის მთავარ იდეას. კლასს ვყოფ 3 ჯგუფად და თითოეული ჯგუფი მუშაობს შემდეგ დავალებებზე: პირველი ჯგუფი– "ნატო", მეორე ჯგუფი–"ევროკავშირი", მესამე ჯგუფი–"გაერო".
ჯგუფებს ევალებათ მოიძიონ ინფორმაცია აღნიშნული დავალების შესაბამისად– ენციკლოპედიებისა და ინტერნეტ საიტების დახმარებით. ასევე გაამდიდრონ ნამუშევარი დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე თუ რა კავშირია საქართველოსა და აღნიშნულ ურგანიზაციებს შორის, ინტერვიუ ამ ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საქართველოში და აღებული მასალების დამუშავება, ინტერვიუ ადგილობრივი ქალაქისა და სოფლის მოსახლეობიდან და მათი შეხედულებების (საერთაშორისო ორგანიზაციებთან დამოკიდებულების) შედარება და მუცემულ ინფორმაციებზე დაყრდნობით დიაგრამების შედგენა.
ისტის პედაგოგი ჩაუტარებს დამატებით გაკვეთილს ბლოგების შექმნის შესახებ.
მოსწავლეები შეადგენენ კედლის გაზეთებს, შემდეგ ჯგუფები მოემზადებიან დისკუსიებისა და პრეზენტაციებისათვის და ბოლოს შექმნიან ბლოგებს.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ გეგმასთან კავშირი: გეოგრაფია, ისტი. ეს პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული უნარები.
11. პროექტის ხელმძღვანელი: (მასწავლებელი) ია თათოშვილი
12 ხელმძღვანელის ელ–ფოსტა: ia.tatoshvili@gmail.com
13. პროექტის ვებ– გვერდი: გამოქვეყნდება პროექტის დასრულების შემდეგ.
No comments:
Post a Comment